საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჯაბამ პირველ წრეში დაისვენა, 1/8 ფინალში განელ მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან დამარცხდა, რეპეშაჟში ბელგიელ ვერშტაეტენს აჯობა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ ჰუსეინოვს მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჯაბა პაპინაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის გრანდ სლემზე პირველი მედალი მოუპოვა.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ვაჟა მარგველაშვილი იბრძოლებს. 28 წლის სპორტსმენის მეტოქე დაიკლი ბოუბა იქნება.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ფინალშია, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის მეტოქე ჰაშიმოტო სოიჩი იქნება.
ცნობისთვის, ჯაბა პაპინაშვილმა IJF-ის მსოფლიოს ტურზე კარიერაში მე-4 მედალი მოიპოვა.





