შოთა არველაძემ “ჰალ სიტიში” მშვენიერი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა “ვეფხვებმა” შინ “სუონსი” 2:0 დაამარცხეს.
ინგლისურმა გუნდმა გულშემატკივარს მომდევნო შეხვედრის მატჩის სათამაშო პროგრამა წარუდგინა, რომლის გარეკანზეც შოთა არველაძე მოხვდა.
“ჰალ სიტი” ჩემპიონშიფის 30-ე ტურის შეხვედრას, 5 თებერვალს შინ “პრესტონის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
ინგლისელ გულშემატკივრებს მატჩის პროგრამის შეძენა, რომლის გარეკანზეც შოთა არველაძეა გამოსახული, 3 გირვანქა სტერლინგად შეუძლიათ.
ცნობისთვის, “ჰალ სიტი” ინგლისის ჩემპიონშიფში 32 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს.
😄 @arveladze_shota features on the cover of this weekend's matchday programme! #hcafc pic.twitter.com/l8gpplpjOi
— Hull City (@HullCity) February 3, 2022





