20 წლის ირანელი ფეხბურთელი, ალაჰიარ საიდმანეში კარიერას “ჰალ სიტიში” გააგრძელებს. ინფორმაციას ინგლისური გუნდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ბრიტანულმა გუნდმა ირანელი ფეხბურთელი თურქული “ფენერბახჩედან” 6-თვიანი იჯარით დაიმატა.
ტრანსფერში დიდი წვლილი შოთა არველაძის ფაქტორმა იქონია. ქართველ მწვრთნელს ახალგაზრდა ფეხბურთელის თავის გუნდში ხილვა ძალიან სურდა.
აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ “ჰალ სიტიმ” ირანელი ფეხბურთელის დამატებით პირველი ტრანსფერი განახორციელა.
ალაჰიარ საიდმანეშმა მიმდინარე სეზონში “ზარია ლუგანსკის” მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
🇮🇷 𝐀𝐋𝐋𝐀𝐇𝐘𝐀𝐑 𝐀𝐑𝐑𝐈𝐕𝐄𝐒! 🇮🇷
✍️ We are delighted to announce the signing of forward Allahyar Sayyadmanesh on loan from Fenerbahce until the end of the season, subject to international clearance. #hcafc
— Hull City (@HullCity) January 31, 2022





