რუსეთში მცხოვრებმა საფეხბურთო აგენტმა, თემურ ღურწკაიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ევროპულ კლუბში შესაძლო ტრანსფერზე აღარაფერი ისმის.
“ხვიჩაზე ლაპარაკიც კი აღარაა. თითქოს ასეთი ფეხბურთელი არ არსებობს. მის მიმართ ინტერესი საერთოდ არ არის. თუ გაზაფხულსაც ჩააგდებს, მის მიმართ ინტერესი არავის ექნება. რუბინისთვის გაზაფხული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – ამბობს ღურწკაია.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყაზანის “რუბინის” რიგებში 15 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი მიითვალა.





