48 წლის ქართველი სპეციალისტი, შოთა არველაძე ინგლისის „ჩემპიონშიფის“ გუნდ „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
კონტრაქტის მიხედვით, ქართველი სპეციალისტსთან 2.5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
Hull City are delighted to announce the appointment of Shota Arveladze as the club's new head coach on a two-and-a-half-year deal.
Welcome, Shota! 🤝#hcafc
— Hull City (@HullCity) January 27, 2022
შეგახსენებთ, რომ „ჰალ სიტი“ რამდენიმე კვირის წინ თურქმა ოლიგარქმა და შოთა არველაძის ახლო მეგობარმა, აჯუნ ილიჯალიმ შეიძინა და ქართველი სპეციალისტიც მთავარ მწვრთნელად სწორედ მისი ძალისხმევით დაინიშნა.
„ჰალ სიტი“ ინგლისის ჩემპიონშიფში მე-19 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
ცნობისთვის, შოთა არველაძე ბოლოს ტაშკენტის „ფახთაქორს“ წვრთნიდა და უზბეკური კლუბი 2021 წლის დასაწყისში დატოვა. მანამდე კი „ქაიზერსპორში“, „ქაზიმფაშაში“, „ტრაბზონსპორსა“ და თელ-ავივის „მაკაბიში“ მუშაობდა.





