ქუთაისის “ტორპედოს” 13-წლამდე გუნდმა ატეიტის თასზე მე-3 ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ლიეტუვას „ჟალგირისი“ პენალტების სერიაში დაამარცხეს.
ატეიტის თასზე მონაწილეობა კიდევ ერთმა ქართულმა გუნდმა “საბურთალომაც” მიიღო. ქართული გუნდები ლატვიაში ერთმანეთს შეხვდნენ, ახალგაზრდა ფეხბურთელები მოედნის ცენტრში დადგნენ, ილოცეს, პირჯვარი გადაიწერეს და “საქართველო” შეჰყვირეს. აღნიშნული ფაქტი არაერთი მედიის თვალთახედვის არეში მოხვდა.
ტურნირის გამარჯვებული შვედური “ჰამარბი” გახდა, მეორე ადგილი კი უკრაინულმა “ლოკომოტივმა” დაიკავა.
ტურნირის საუკეთესო მეკარედ ქუთაისის “ტორპედოს” მოთამაშე ლუკა მამასახლისი დასახელდა. ორგანიზატორებმა ახალგაზრდა მეკარეს სპეციალური პრიზი გადასცეს.






