ბათუმის “დინამო” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გია გეგუჩაძის გუნდი ვაკო გვილიას “რაკოვს” დაუპირისპირდა, შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.
მატჩის მე-12 წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა ანგარიში გახსნა, პოლონელებმა ბათუმელებს მალევე 2 გოლი გაუტანეს, შეხვედრის 34-ე წუთზე კი ბენჟამინ ტეიდიმ ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმი პოლონელთა უპირატესობით დაიწყო, მარეკ პაპშუნის გუნდი მატჩის 57-ე წუთზე საპალას გოლით დაწინაურდა. გია გეგუჩაძის გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, შეხვედრის 83-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა დუბლი შეასრულა და ბათუმური გუნდი წაგებას გადაარჩინა.
ბათუმის “დინამო” მომდევნო შეხვედრას ეროვნულ ლიგაში ჩაატარებს, გია გეგუჩაძის გუნდი სეზონის პირველ შეხვედრას ბოლნისის “სიონის” წინააღმდეგ ჩაატარებს.





