ერთ-ერთმა სტატისტიკურმა გამოცემა, Football Wonderkids-მა იმ ახალგაზრდა ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, ვისაც ევროპაში ყველაზე მეტი დრიბლინგი აქვს გაკეთებული.
ამ სიაში ყაზანის “რუბინის” და საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
ხვიჩამ ჯამში 40 დრიბლინგი განახორციელა და ამ მაჩვებებლით მე-8 პოზიცია დაიკავა.
აღნიშნული სიას მიუნხენის “ბაიერნის” მარცხენა მცველი, ალფონსო დევისი ლიდერობს. მეორე ადგილს კი მადრიდის “რეალის” შემტევი, ვინისიუს ჯუნიორი იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც ჯიუდ ბელინგემი, კარიმ ადეიემი და ფლორიან ვირტცი არიან.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყაზანის “რუბინის” რიგებში 15 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.





