გიორგი პაპუნაშვილმა, ქუთაისის”ტორპედოში” გადასვლის შემდეგ კლუბის პრესსამსახურთან პირველი კომენტარი გააკეთა.
“მადლობას გადავუხდი მთავარ მწვრთნელს და კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, როგორ უნდა განვითარდეს ქუთაისის ტორპედო და რა არის სამომავლო გეგმები, რაც ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი იყო. ვიცნობ გუნდის ძირითად ბირთვს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეც ამ გუნდის წევრი ვარ.
ქუთაისში ბევრჯერ მითამაშია და ვიცი, როგორ უყვართ გულშემატკივრებს ტორპედო. ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ მომდევნო სეზონში გვერდში დაგვიდგებიან.
ტორპედოს დღევანდელი ბირთვი გვაძლევს იმის თქმას საფუძველს, რომ ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, თასის მოსაგებად და მოხარული ვიქნები, თუ ამაში ჩემს წვლილს მაქსიმალურად შევიტან”, – განაცხადა “ტორპედოს” ახალწვეულმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბოლოს ლიმასოლის “აპოლონში” თამაშობდა და კვიპროსულ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.





