ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. ბათუმის „დინამო“ იანვარში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, მეტოქეები კი მოზნანის „ლეხი“ და გდანსკის „ლეხია“ იქნებიან. თამაშები 20 და 23 იანვარს გაიმართება.
თამაშების გამართვის ადგილი ჯერჯერობით უცნობია. ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბი განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
მომზადებულია 1TV.GE-ის მიხედვით.





