ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი, არჩილ ბერიძე ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ირაკლი აზაროვის „ტრაბზონსპორში“ ტრანსფერი ჩაიშალა სიცრუეს უწოდებს. კლუბის პრეზიდენტის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
„ეს ხმები სიმართლეს არ შეეფერება. აზაროვის თაობაზე „ტრაბზონსპორთან“ ჩვენი მოთხოვნილი თანხა არაა პრობლემა. უბრალოდ, ფეხბურთელის გადასახადებთან დაკავშირებით დეტალებია დასაზუსტებელი და შესათანხმებელი“, – განაცხადა ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ „პრაიმ სპორტთან“ საუბრის დროსაც დაადასტურა, რომ ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა განაცხადა, რომ კლუბს მისი დატოვების დიდი სურვილი აქვს.
არჩილ ბერიძე: ტრანსფერის ალბათობა დიდია, მაგრამ დანამდვილებით ვერ გეტყვით ჯერ რა იქნება





