ცნობილი თურქი ბიზნესმენი, აჩუნ ილიჩალი ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდ „ჰალ სიტის“ სავარაუდოდ უახლოეს დღეებში იყიდის. ბიზნესმენმა თურქულ მედიასთან დაადასტურა, რომ კლუბის ყიდვასთან ძალიან ახლოსაა.
ადგილობრივ პრესაში აქტიურად იწერება, რომ ილიჩალი გუნდის მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძეს დანიშნავს. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენის ინტერესთა სფეროში ვატო არველაძეც მოექცა.
ინგლისურ კლუბში ილიჩალის მისვლის შემთხვევაში „ჰალ სიტი“ უმცროს არველაძეს 1 მილიონ ევროდ შეიძენს. შეგახსენებთ, რომ ვატო ამ დროისთვის თურქეთის სუპერლიგის გუნდ „ქარაგიუმრუქში“ ასპარეზობს.
რაც შეეხება შოთა არველაძეს, 48 წლის სპეციალისტი ბოლოს ტაშკენტის „ფახთაქორს“ წვრთნიდა და კლუბი 2020 წლის დასაწყისში დატოვა.





