მოგეხსენებათ, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე სახალისო, კურიოზული ისტორიების მოყოლით გამოირჩევა.
შოთამ ბედობის დღესთან დაკავშირებით “რეინჯერსში” გატარებული პერიოდი გაიხსენა.
“ხიზანას ვეუბნები, ბაზაზე მივდივარ და წამომყევი-თქო. ხიზანამ ხო არ გაკლია, რა ბაზაზე მიდიხარ ამ ყინვაშიო. არ წამომყვა, რა თქმა უნდა.
დილაა, 11 საათი, წავედი ბაზაზე. გასახდელში შევედი, ავიღე 20 ბურთი, რეინჯერსის ფორმა ჩავიცვი, როგორც თამაშზე, ისე გამოვედი მინდორზე.
ავაგდე ბურთი თავით შევაგდე, ავაგდე მარჯვენათი შევაგდე, ავაგდე მარცხენათი შევაგდე, მერე ქუსლით შევაგდე, ორივე კარებში.
რეინჯერსის ლეგენდა, ჯონ გრეკი ბაზაზე დილით მოვიდა და დაინახა მარტო დარბის ფეხბურთელი, გაუგნებული მიყურებს ვერაფერს ვერ მიხვდა.
მოვიდა ჩემთან და მეკითხება: აქ მარტო რას აკეთებო?
ავუხსენი, რომ ჩემს სამშობლოში ასეთი ტრადიციაა, რასაც 2 იანვარს, ანუ ბედობას გააკეთებ, მთელი წელი ის დაგებედება მეთქი.
რეინჯერსი პროტესტანტები გუნდია და ჩემმა მოყოლილმა გრეკი უფრო დააბნია.
დაახლოებით ორი საათი ვუხსნიდი რა არის ბედობა, მაინც ვერ მიხვდა და თავი დამანება. იფიქრა გაგიჟდა არველაძეო.
იმ წელს მეორე წრეში 12 გოლი შევაგდე. რეინჯერსიდან ჰოლანდიურ ალკმაარში გადავედი და იქაც 15 გოლი გავიტანე”, – ამბობს შოთი.
ცნობისთვის, ქართველმა ფეხბურთელმა რეინჯერსში 132 მატჩში 57 გოლი გაიტანა.
2002/03 წლების “რეინჯერსის” ჩემპიონობა დიდად არველაძის დამსახურებაა. იმ სეზონში მან 30 თამაშში 15-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.
შეგახსენებთ, რომ “რეინჯერსში” კიდევ ერთ ქართველს ზურაბ ხიზანიშვილს უთამაშია.








