საქართველოს ნარკებისა და „რეალ სარაგოსას“ გარემარბი გიორგი პაპუნაშვილი კვიპროსულ „აპოლონში“ გადადის. ინფორმაცია „სარაგოსას“ Twitter-გვერდმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
25 წლის ფეხბურთელი კლუბში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის, რომლის შემდეგაც „აპოლონთან“ 18-თვიან კონტრაქტს გააფორმებს.
საგულისხმოა, რომ კვიპროსის ჩემპიონატი ქართველი ფეხბურთელებითაა „დახუნძლული“. „აპოლონის“ უშუალო კონკურენტ, „ანორთოსისის“ შემადგენლობაში, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, 4 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: „გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი.
აქედან გამომდინარე, არსებობა მოლოდინი და საუბარიც, რომ პაპუნაშვილი კარიერას ქართველებთან ერთად გააგრძელებდა, თუმცა ფეხბურთელმა „აპოლონში“ გადასვლა არჩია.
რაც შეეხება „აპოლონის“ მდგომარეობას, ამ ეტაპზე კლუბი 33 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და ქართველების „ანორთოსისს“ 3 ქულით უსწრებს.
Acuerdo para el traspaso de Giorgi Papunashvili al Apollon Limassol https://t.co/2YWZDkdHTE
— Real Zaragoza (@RealZaragoza) December 24, 2020





