საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards, შარშანდელის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
წლის საუკეთესოები სფფ-ის სოციალური ქსელების და ვებ-გვერდის საშუალებით ეტაპობრივად გამოვლინდნენ.
2021 წლის საუკეთესო გოლის ნომინაციაში გიორგი გოჩოლეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ინგლისის U21 ნაკრებს ბრწყინვალე სოლო რეიდით ულამაზესი გოლი გაუტანა.
ნომინირებულნი ასევე იყვნენ :
ხვიჩა კვარაცხელია
საქართველო – ესპანეთი (2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი)
ნიკა გაგნიძე
გორის “დილა” – ბათუმის “დინამო” (ეროვნული ლიგა)
ირაკლი აზაროვი
ბათუმის “დინამო” – თბილისის “დინამო” (ეროვნული ლიგა)
თორნიკე კირკიტაძე
თბილისის “ლოკომოტივი” – წყალტუბოს “სამგურალი” (ეროვნული ლიგა)
გიორგი მოისწრაფიშვილი
თბილისის “დინამო” – “თელავი” (ეროვნული ლიგა)
ბენჟამინ ტეიდი
ბათუმის “დინამო” – ქუთაისის “ტორპედო” (ეროვნული ლიგა)
ჯეფერსონ ჯერალდო
ქობულეთის “შუქურა” – “სამტრედია” (ეროვნული ლიგა)
ლიზი მწყერაშვილი
საქართველო U19 ნაკრები – რუმინეთის U19 ნაკრები (ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი)
სერგი კუხიანიძე
წყალტუბოს “სამგურალი” ქუთაისის “ტორპედო” (ეროვნული ლიგა)




