გამოცდილმა სპეციალისტმა სოსო ფრუიძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყალტუბოს “სამგურალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, თუმცა ის კლუბში რჩება და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამასა და “სამგურალის” საფეხბურთო სპორტსკოლას უხელმძღვანელებს.
“კლუბი მადლობას უხდის ბატონ სოსოს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს ახალ თანამდებობაზე”, – წერს “სამგურალის” ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.
სოსო ფრუიძე “სამგურალის” მთავარ მწვრთნელად გასულ სეზონში მე-8 ტურიდან დაინიშნა და გუნდს ეროვნულ ლიგაში ადგილი პლეი-აუტის გარეშე შეუნარჩუნა.
მისი ხელმძღვანელობით “სამგურალი” გავიდა საქართველოს თასის ფინალში, სადაც “საბურთალოსთან” 0:1 დამარცხდა.







