ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება, შარშანდელის მსგავსად, პანდემიის შედეგად მიღებული რეალობის გათვალისწინებით, წელსაც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
გასული სეზონის საუკეთესოები, დღეს ეროვნული ლიგის სოციალური ქსელების და ვებ-გვერდის საშუალებით ეტაპობრივად დასახელდნენ.
2021 წლის საუკეთესო მწვრთნელი კი გია გეგუჩაძე გახდა.
ნომინირებულნი ასევე იყვნენ – ანდრი დემჩენკო და გიორგი მიქაძე.
ცნობისთვის, გია გეგუჩაძე ბათუმის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად 2018 წლის იანვარში დაინიშნა და აჭარულ კლუბთან ერთად წელს ეროვნული ლიგა მოიგო და კონფერენსლიგაზე ორი ეტაპიც გადალახა.





