ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება, შარშანდელის მსგავსად, პანდემიის შედეგად მიღებული რეალობის გათვალისწინებით, წელსაც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
გასული სეზონის საუკეთესოები, დღეს ეროვნული ლიგის სოციალური ქსელების და ვებ-გვერდის საშუალებით ეტაპობრივად დასახელდნენ.
ეროვნული ლიგის 2021 წლის საუკეთოსო ფეხბურთელები:
მეკარე: ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)
ნომინირებულნი ასევე იყვნენ – ლუკა გუგეშაშვილი და ოთო გოშაძე.
მცველი: ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი)
ნომინირებულნი ასევე იყვნენ – მამუკა კობახიძე და ოლეკსანდრ აზაცკი.
ნახევარმცველი: სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი)
თავდამსხმელი: ზორან მარუშიჩი (დინამო ბათუმი)





