კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებს კლემან ლენგლესა და დანი ალვეშს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ესპანურმა გუნდმა ინფრომაცია რამოდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ბუნებრივია, ინფიცირებული ფეხბურთელები “ბარსელონას” ხვალინდელ ვარჯიშში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ჯერჯერობით უცნობია შეუშლის თუ არა ეს ფაქტი ხელს “მალიორკასა” და “ბარსელონას” შორის გასამართ მატჩს.
ლენგლემ ბლაუგრანას მაისურით სხვადასხვა ტურნირზე მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრა ჩაატარა.
დანი ალვეში კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ნოემბერში შეუერთდა, მისი დებიუტი “ბოკა ხუნიორსთან” შეხვედრაში შედგა, ფეხბურთელს ლა ლიგასა და ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება იანვრიდან ექნება, თუმცა როგორც ჩანს კორონავირუსის გამო ბრაზილიელი მცველი მცირე ხნით კატალონიურ გუნდს ვერ დაეხმარება.





