საფრანგეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” 26 წლის ფეხბურთელი კლემან ლენგლე ტრავმირებულია. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით ფრანგ ფეხბურთელს დაზიანება მარცხენა ბარძაყის მიდამოში აქვს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება 26 წლის მცველი კატალონიურ გუნდს.
კლემან ლენგლემ მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
❗️ INJURY NEWS
Test conducted on Clément Lenglet this morning has revealed an injury to the femoral biceps in his left hamstring, meaning that he is unavailable until the injury clears. pic.twitter.com/1a7UxiP1VQ
— FC Barcelona (@FCBarcelona) February 3, 2022





