კატალონიის “ბარსელონამ” 40 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში ლა ლიგაში დაარეგისტრირა. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვეტერანი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში ლა ლიგაში აქამდე სწორედ ამ მიზეზით ვერ თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ ბლაუგრანამ 40 წლის ბრაზილიელი მცველი ნოემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინა.
დღეს კატალონიური გუნდი ესპანეთის თასზე “ლინარესის” წინააღმდეგ 1/16 ფინალურ მატჩს ჩაატარებს, სადაც შესაძლოა ალვეშის ხელახალი დებიუტი ვიხილოთ.
LATEST NEWS
FC Barcelona have received confirmation of the registration of @DaniAlvesD2. The player is available for #LinaresBarça. pic.twitter.com/LceX7W8Zhk
— FC Barcelona (@FCBarcelona) January 5, 2022





