38 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში კატალონიის “ბარსელონაში” დაბრუნდა. ინფრომაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ბლაუგრანამ ვეტერანი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინა. რონალდ კუმანს გუნდში ბრაზილიელი ფეხბურთელის მოყვანა არ სურდა, თუმცა ჩავის გუნდში მოსვლის შემდეგ კლუბმა პოზიცია შეიცვალა და ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა.
ვეტერანმა დანი ალვეშმა კატალონიურ გუნდთან კონტრაქტს ხელი სეზონის ბოლომდე მოაწერა.
დანი ალვეში კატალონიური გუნდის ლეგენდაა, გამოცდილი ფეხბურთელი ბლაუგრანაში 2008-2016 წლებში გამოდიოდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად 3 ჩემპიონთა ლიგა, 6 ლა ლიგა, 5 კოპა დელ რეი, 5 ესპანეთის სუპერთასი, 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 3 ევროპის სუპერთსი მოიგო.
🤯 @DaniAlvesD2 is coming back to Barça!
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 12, 2021





