ბათუმის “დინამო” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაძლიერებას კვლავ აგრძელებს. აჭარული კლუბი 24 წლის კოლუმბიელი ცენტრფორვარდის რიკარდო მარკესის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.
კოლუმბიელი მალე მოაწერს აჭარულ კლუბთან ხელშეკრულებაზე ხელს, რომელიც 2-წლიანი იქნება.
24 წლის რიკარდო ლუის მარკესი სანტა მარტადანაა. ის კოლუმბიის 23-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, ახლა კი ადგილობრივ “უნიონ მაგდალენაში” თამაშობს.
Transfermarkt-ზე რიკარდო მარკესის საბაზრო ღირებულება 700,000 ევროა.





