ბათუმის “დინამო” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაძლიერებას კვლავ აგრძელებს. პირველი ტრანსფერი გორის “დილადან” 24 წლის ირაკლი ბიძინაშვილი იყო, რომელმაც გასულ სეზონში ძალიან კარგი შედეგი დადო.
შემდეგ “დინამომ” 30 წლის მილან რადინი “დინამო თბილისიდან” დაიმატა. ახლახანს ბათუმელებმა 30 წლის თავდამსხმელი სტეფან დენკოვიჩი და 33 წლის ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი გაიფორმეს.
adjarasports.com-მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აჭარლებმა ჯანო ანანიძეც დაიმატეს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე შედგა.
ცნობისთვის, ჯანომ “დინამო თბილისი” დეკემბრის დასაწყისში, მას შემდეგ დატოვა, რაც კლუბმა 29 წლის ნახევარმცველს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.





