ესპანური “ვალენსია” გიორგი მამარდაშვილს 2022 წლის დადგომამდე გამოისყიდის. ინფრომაციას “პლაზა დეპორტივა” ავრცელებს.
პირველი არხის მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გუნდი 21 წლის ქართველ მეკარეს 850 000 ევროდ გამოისყიდის. ღამურები თბილისურ გუნდს თავდაპირველად თანხას 1 იანვრამდე გადაურიცხავენ, მეორედ კი 1 ივლისამდე.
გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტში მითითებული პუნქტის მიხედვით, გიორგი მამარდაშვილი ღამურებს საკუთრება 2022 წლის 1 ივლისის შემდეგ გახდება.
21 წლის მეკარე ესპანურ გუნდთან კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს და მისი შეწყვეტის შემთხვევაში გიორგის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონო ევრო იქნება.
შეგახსნებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ესპანურ გუნდში იჯარის წესით სეზონის დასაწყისში ჩაირიცხა, უახლოეს მომავალში კი “ვალენსია” ქართველ მეკარეს გამოისყიდის.





