სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2021 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო სპორტსმენებიც დასახელდნენ.
სეოკ-ის ვერსიით, 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენები ოლიმპიური ჩემპიონები – ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდნენ. ამის გარდა, გამარჯვებულები სხვადასხვა ღონისძიებებშიც გამოვლინდნენ.
- 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი – ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე.
- 2021 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი – ეთერ ლიპარტელიანი.
- 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი.
- 2021 წლის საუკეთესო ფედერაცია – საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.
- 2021 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში – მორის ყვითელაშვილი.
- 2021 წლის აღმოჩენა, „ოლიმპიური იმედი“ – ლერი აბულაძე, მარიამ ქერდიკაშვილი.
- ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევები – ნინო სალუქვაძე.
- ოლიპმიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი – არჩილ გაჩეჩილაძე, პაატა კურტანიძე.
- 2021 წელს ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერი – „საქართველოს ბანკი“.
- ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი – საქართველოს პირველი არხი.
- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორი – კომპანია „თელიანი ველი“.
- საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისთვის – საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია.
- 2021 წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია – სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია.
- ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის – ლაშა გოდუაძე.
- 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში – გიორგი მაგრაქველიძე.
- 2021 წლის ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი – ლალი დოლიძე-ჯანტეზი.








