როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ „დინამო“ თბილისის მთავარ მწრთნელად, ჩისკო მუნიოსის ნაცვლად გიორგი ნემსაძე დაინიშნა.
ნემსაძე დინამოში წლების მანძილზე თამაშობდა და დინამოს უკანასკნელი ევროწარმატებაც (უეფას თასის ჯგუფური ეტაპი) მას უკავშირდება, გუნდის კაპიტანი იყო.
გიორგის ყოფილმა თანაგუნდელმა საქართველოს ნაკრებში, შევარდენში, დინამოში და ტრაპზონსპორში შოთა არველაძემ, ახალი თანამდებობა მიულოცა.
„ნემსა, გილოცავ დინამოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას – შეტევა არ დაივიწყო“ – დაწერა ხუმრობანარევად შოთიმ.
ნემსაძე „დინამოში“ გორის „დილადან“ მივიდა, სადაც მან გუნდი ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილზე გაიყვანა, რაც ევროპა ლიგის საგზურს იძლევა.
შოთა არველაძემ კი ფახთაქორს ქვეყნის ჩემპიონობა და თასი მოაგებინა, თუმცა კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა.





