დღეს, ეროვნული ლიგის პლეიოფის შეხვედრები გაიმართა. მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე “მერანმა” პირველ თამაშში ქუთაისის “ტორპედო” 2:0 დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში გადმოსვლას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
პირველი ტაიმში ბურთს ქუთაისელები აკონტროლებდნენ, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ, ამით “მერანმა” ისარგებლა და მატჩის მე-13 წუთზე კაპიტანმა კიჭი მელიავამ სილას იდეალური პასი გაუკეთა, რომელმაც მახვილი კუთხიდან უზუსტესი დარტყმით “ტორპედოს” კარი აიღო.
“ტორპედოს” პირველი საგოლე მომენტი 27-ე წუთზე ჰქონდა. თორნიკე ახვლედიანმა კარში კარგად დაარტყა, მაგრამ გიორგი ბეგაშვილმა საოცარი ბურთი აიღო და თავისი გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა.
33-ე წუთზე ლევან შოვნაძეს უხეში თამაშის შედეგად პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მარტვილელთა კაპიტანი კიჭი მელიავა მივიდა, რომლის დარტყმულიც შოვნაძემ მოიგერია, მაგრამ მელიავამ დამატებაზე შეძლო გატანა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ნახევარში, მატჩს ისევ მარტვილელები აკონტროლებდნენ და რამდენიმე რეალური სახიფათო მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ რეალიზება ვერ მოახდინეს. “ტორპედოს” გასატანი ჰქონდა, თუმცა გუნდი ვერც ბურთს ფლობდა და სახიფათო მომენტებსაც პრაქტიკულად ვერ ქმნიდა.
საბოლოოდ, მატჩი მარტვილის “მერანმა 2:0 მოიგო. განმეორებითი მატჩები 12 დეკემბერს გაიმართება.





