პორტუგალიის 19-წლამდე ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში “პორტოს” 18 წლის ქართველმა შემტევმა გიორგი აბუაშვილმა “ოლივერიენსეს” წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. “პორტომ” შინ “ოლივერენსე” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით 8:0 დაამარცხა.
გიორგიმ შეხვედრის 48-ე წუთზე პორტუგალიაში გადასვლის შემდეგ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა, შეხვედრის 67-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა.
“პორტუ” მომდევნო მატჩს 19-წლამდე ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარებს და შესაძლოა გიორგი აბუაშვილმა ამ პრესტიჟულ ტურნირზე ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი აბუაშვილი სეზონის დასაწყისში “პორტუში” თბილისის “დინამოდან” გადავიდა.








