თანამედროვეობის გამორჩეულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ თავის უხვ ტიტულებს კიდევ ერთი ჯილდო შეჰმატა. მან ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ნანა ძაგნიძემ, ეს მნიშვნელოვანი ტიტული „მონტე-კარლოს“ გუნდთან ერთად მოიპოვა, რომლის ღირსებასაც ის 10 წლის წინაც იცავდა.
ნიშანდობლივია, რომ ტუნრირი ცნობილ მიზეზთა გამო დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და ქართველმა მოჭადრაკემ ფრანგული გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ნანა ძაგნიძემ მეორე საჭადრაკო დაფაზე ითამაშა და 14 შესაძლებლობიდან 9 ქულა მოიპოვა.
ნანა ძაგნიძის ლიდერობით, „მონტე-კარლომ“ ორ რუსულ გუნდს „უგრას“ და ვოლგოგრადის „გამბიტს“, ასევე პოლონურ „ჰუსარდს“ აჯობა.




