საქართველოს ნაკრებისა და პოზნან “ლეხის” 29 წლის ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის “ვარტრას” წინააღმდეგ საგოლე გადაცემა მიითვალა. პოზნან “ლეხმა” პოლონეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში პოზნან “ვარტრას” უმასპინძლა და ანგრარიშით 2:0 დაამარცხა.
ნიკამ შეხვედრის 64-ე წუთზე მიკაელ იშაკს გაატანინა, კვეკვესკირი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ.
29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა პოლონეთის ჩემპიონატში 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
პოზნან “ლეხი” პოლონეთის ექსტრაკლასში 16 ტურის შემდეგ 35 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.








