ეროვნული ლიგა 2 დასასრულს უახლოვდება. ბოლნისის სიონმა უშუალო კონკურენტი “გაგრა” 2:1 დაამარცხა და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.
ბოლნისელთა შემადგენლობაში თავი გიორგი ივანიაძემ და თომა ტაბატაძემ გამოიჩინეს.
გიორგი დარასელიას მიერ გაწვრთნილ “სიონს” 81 ქულა აქვს და ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი ნაადრევად გახდა, ასევე უმაღლესი ლიგის პლეიოფში თამაშის უფლებაც გაინაღდა.
“სიონი” ეროვნულ ლიგა 2-ში 2019 წელს გავარდა და შარშან კლუბმა ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა, წელს კი უკვე ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის “სიონი” 2005 | 06 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2013 | 14 წლების სეზონში კი მე-3 ადგილზე მოახერხა გასვლა. ბოლნისელებმა 2002 წელს საქართველოს თასის ფინალშიც ითამაშეს. “სიონმა” ევროტურნირებზე სამჯერ მიიღო მონაწილეობა.





