ევროლიგის მე-16 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ, საფრანგეთში, ლიონ ვილერბანთან მორიგი გამარჯვება იზეიმა. წინა მატჩების იოლად მოგების შემდეგ, ცსკა-ს საფრანგეთში ცოტა გაუჭირდა, თუმცა საბოლოოდ საწადელს მაინც მიაღწია. არმიელებმა ლიონს 9 ქულით მოუგეს – 87:78. აღსანიშნავია, რომ ეს ევროლიგაზე ცსკა-ს ზედიზედ მე-11 მოგება იყო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 29:23 წუთი ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ისე კი ცსკა-ს რიგებში 31 ქულით საუკეთესო მაიკ ჯეიმსი იყო.
ცსკა-ს 16-დან 13 მატჩი მოგებული აქვს და ევროლიგის ლიდერია. შენგელიას გუნდის მომდევნო მეტოქე მილანო იქნება, რომელსაც სტუმრად 30 დეკემბერს ეთამაშება.







