“Sportarena”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუსული კრასნოდარი მთავარი მწვრთნელის კანდიდატად შოთა არველაძის განიხილავს.
“რუსულ კლუბსა და ქართველ მწვრთნელს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში არასდროს გადასულა. 48 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი ტაშკენტის ფახთაქორი იყო და ქვეყნის ჩემპიონი 2-ჯერ გახდა, ამდენივეჯერ უზბეკეთის თასი მოიგო, ერთხელ კი სუპერთასი. მისი სამწვრთნელო გამოცდილება მაინც თურქულ კლუბებთან არის დაკავშირებული”, – წერს გამოცემა.
შოთა არველაძის “კრასნოდარში” გადასვლის შანსი მცირეა, რადგან მას შემოთავაზება ინგლისური “ჰალ სიტიდან” აქვს. ჩემპიონშიპის კლუბის შეძენას თურქი ბიზნესმენი აჩუნ ილიჯალი აპირებს, რომელიც ქართველ მწვრთნელთან ახლოს მეგობრობს.





