ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.
30 წლის ჩოგბურთელი საწყის მატჩში ჩილელ მირანდა მაკარენას შეხვდა და სეტის წაუგებლად – 6:0, 6:0 გაიმარჯვა.
მეოთხედფინალში ეკატერინე გორგოძის მეტოქე კოლუმბიელი მარია ფერნანდა-ჰერაზო იქნება.
რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, ქართველი ჩოგბურთელის პარტნიორი კვლავ რუმინელი ირინა-მარია ბარა იქნება, ვისთან ერთადაც ეკომ ბოლო ტურნირის მოგება შეძლო.





