ქართულმა დესანტმა უზბეკეთში მოღვაწეობა დაასრულა.შოთა არველაძემ, ტყუპისცალ აჩისთან და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად „ფახთაქორი“ სხვა სიმაღლეზე აიყვანა, 3 წელიწადში მოაგებინა ყველაფერი რისი მოგებაც ქვეყნის მასშტაბით შეიძლებოდა და კლუბსაც თავაწეული ტოვებენ.
ფეხბურთის გულშემატკივარს და მედიასაც ხანდახან პროგნოზების წინასწარ განსჭვრეტა უყვარს. უმალ გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა შოთა არველაძს ტაშკენტიდან წამოსვლა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ ადგილსაც კი უკავშირდებოდეს, თუმცა თავად შოთისაც არაერთხელ განუცხადებია, რომ ამ ეტაპზე ეს თანამდებობა არ სურს.
„პრაიმსპორტმა“ არჩილ არველაძეს მცირე კომენტარის გაკეთება სთხოვა:
„ტაშკენტში ჩვენი მისია პირნათლად შევასრულეთ. ბოლო 3 წელიწადში გუნდმა 5 ტიტული მოიგო. ერთი ადგილის დიდხანს ტკეპნა, როდესაც მოსაგები უკვე მოგებულია შოთიმ მიზანშეწონილად აღარ ჩათვალა. ვფიქრობ უზბეკეთიდან ვალმოხდილნი მოვდივართ.
რაც შეეხება მომავალს, ჯერ ცოტა დასვენების და ამოსუნთქვის დროა, შემდეგ კი ახალი გამოწვევების დრო დადგება. არის, როგორც აზიური, ასევე თურქული და ნიდერლანდური ვარიანტები. ყველაფერი იანვრის ბოლოს გაირკვევა“ – გვითრა არჩილ არველაძემ.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.





