უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა უნგრეთი 4:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
საბა ინანეიშვილი, მარიამ ჭანტურია და ნიკა ხარაზიშვილი სამწუხაროდ თავიანთ მეტოქეებთან დამარცხდნენ. ლუკა კაპანაძემ, ეთერ ლიპარტელიანმა და სოფიო სომხიშვილმა თავიანთი შეხვედრები გამარჯვებით დაასრულეს. ანგარიში 3:3 გახლდათ და ძიუდოს გუნდურ შეჯიბრებებში შედგენილი წესების თანახმად, ერთ-ერთი წონის გადათამაშება უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძეს თავის მეტოქესთან მეორეჯერ დაჭიდება მოუწია, ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა დამატებით დროში თავისი მოწინააღმდეგე ბრწყინვალე გდებით დაამარცხა და საქართველოს ნაკრები ფინალში გაიყვანა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება, ჩვენი მეტოქეს რუსეთისა და ავსტრიას შორის გამარჯვებული ნაკრები იქნება.








