ქართველი სპეციალისტის უზბეკური ეპოპეა დასრულებულია. შოთა არველაძე ტაშკენტის „ფახთაქორს“ დაემშვიდობა. ამის შესახე ოფიციალურ ინფორმაციას გამოცემა Championat.asia ავრცელებს.
უზბეკეთის თასის მოგების შემდეგ, შოთა არველაძე ფეხბურთელებს ისე ემშვიდობებოდა ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ გუნდში დარჩენას აღარ აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად „ფაქთაქორის“ ხელმძღვანელობას ამის დიდი სურვილი ჰქონდა, 47 წლის ქართველმა მწვრთნელმა უზბეკური კლუბიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.
შოთა არველაძე „ფახთაქორი“ 2017 წელს ჩაიბარა და საკმაოდ წარმატებულ გუნდადაც აქცია. 2019 წელს, ტაშკენტურმა გუნდმა ტრიპლეტი შეასრულა. შოთა არველაძემ უზბეკეთის ჩემპიონის ტიტულს, ქვეყნის თასი და ლიგის თასიც მიაყოლა. მიმდინარე სეზონში კი დუბლით შემოიფარგლა, რადგან პანდემიის გამო ლიგის თასი აღარ გამართულა.
შოთა არველაძესთან ერთად, „ფახთაქორის“ სამწვრთნელო შტაბში მისი ტყუპისცალი აჩი და გოჩა ტყებუჩავა მუშაობდნენ. გუნდი ყველამ ერთად დატოვა.
ამ ეტაპზე უცნობია თუ სად გააგრძელებს შოთა არველაძის საქმიანობას. გავრცელებული ინფორმაციით მას აზიური გუნდების გარდა, შემოთავაზებები თურქეთიდან და ნიდერლანდებიდანაც აქვს.





