თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელის რანგში, გიორგი ნემსაძემ პრესკონფერენციაზე მის ემოციებზე და მოლოდინებზე ისაუბრა:
„პირველ რიგში ჩისკოს ახალ გუნდში წარმატებებს ვუსურვებ. რაც შემეხება მე, დიდი მადლობა „დინამოს“ ხელმძღვანელობას შემოთავაზებული პოსტისთვის.
ეს თანამდებობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, თუმცა მე ამ გუნდის ტრადიციები და ფასეულობები ძალიან კარგად ვიცი.
გულშემატკივარი და ხელმძღვანელობა „დინამოში“ ძალიან მომთხოვნია და ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. ჩემპიონობა და თასის მოგება რათქმაუნდა ნომერ პირველი ამოცანაა, ვეცდები დინამოში კიდევ ერთი „ისტორიული ფურცელი“ დავწერო.
ჩემი მთავარი პრიორიტეტი გუნდში ახაგაზრდების მაქსიმალური ინტეგრაცია იქნება, რადგან დინამოს აკადემიამ ყველას აჩვენა, თუ რამდენად კარგად შეუძლია მუშაობა, მან ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთს არაერთი კარგი ფეხბურთელი აჩუქა, რომლებიც ახლა ევროპულ გუნდებში თამაშობენ.“





