აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილი ნახევარფინალში გავიდა.
ჯაბამ ნახევარფინალამდე ორი მეტოქე დაამარცხა, 1/8 ფინალში ახალგაზრდა სპორტსმენმა უკრაინელ მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში კი აზერბაიჯანელ მეტოქეს მოუგო.
დღეს საქართველოს სახელით ასევე, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილმა იასპარეზეს. ვაჟა პირველ შეხვედრაში დამარცხდა, ბაგრატი კი 1/4 ფინალშია.
პაპინაშვილი მეტოქე ნახევარფინალში მონღოლი სპორტსმენი იქნება.





