საქართველოს ნაკრების 27 წლის ფეხბურთელმა ნიკოლოზ კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატში “ომონიას” გაუტანა. კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში “ანორთოსისი” “ომონიას” ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა.
ნიკა კაჭარავამ მატჩის 37-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა და ამავდროულად მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფისირა.
2020 წლის დეკემბერში 27 წლის ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ ნიკამ თავი გოლით პირველად გამოიჩინა.
“ანორთოსის” რიგებში ასევე გიორგი ლორიამ მატჩი სრულად ჩაატარა, ნიკა ნინუას კი არ უთამაშია.
2020 წლის დეკემბერში 27 წლის ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ ნიკამ თავი გოლით პირველად გამოიჩინა.
8 ტურის შემდეგ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი “ანორთოსისი” მე-6 ადგილზე იმყოფება. ფამაგუსტური გუნდი მომდევნო მატჩს 4 ნოემბერს კონფერენს ლიგაზე ფლორის “ტალინის” წინააღმდეგ ჩაატარებს.





