კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში თორნიკე ოქრიაშვილის მიერ “აჩნასის” კარში გატანილი ჯარიმა PASP-ს ვერსიით ტურის საუკეთესო გოლად დაასახელეს.
ტრადიციულ გამოკითხვაში კვიპროსის ჩემპიონატის ტურის ყველაზე ლამაზი გოლის დასადგენად ოქრიმ 51% მოიპოვა.
ოქრის კვიპროსის ჩემპიონატში 5 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ასევე 29 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში კოსოვოს წინააღმდეგ გამოიჩინა თავი.
თორნიკეს გუნდი მომდევნო მატჩს 24 ოქტომბერს “არისის” წინააღმდეგ გამართავს.





