ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მთავარი თამაში “დინამო ბათუმსა” და “დინამო თბილისს” შორის მაყურებლები დაესწრება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტადიონის საერთო ტევადობის 33%-ზე დასწრება შესაძლებელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი ჩემპიონობობისთვის იბრძვის და შესაძლოა, რომ ეს სეზონის გადამწყვეტი მატჩი იყოს. ეროვნული ლიგის დასრულებამდე მხოლოდ 7 ტურია დარჩენილი, “დინამო ბათუმი” კი მთავარ კონკურენტს “დინამო თბილისს” 7 ქულით უსწრებს.
“დინამოების” დერბი 20 ოქტომბერს, 18:30 საათზე დაიწყება. ბილეთების ყიდვა biletebi.ge-ზე მალე იქნება შესაძლებელი.





