ეროვნული ლიგის 29-ე ტურში “დინამო ბათუმი” აჭარულ დერბიში შუქურას ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმში “დინამოელები” ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნამდე საქმე ვერ მიჰყავდათ. 34-ე წუთზე ფანცულაიას დარტყმული გიორგი გაფრინდაშვილმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.
მეორე ტაიმში ისევ ბათუმელები ფლობდნენ უპირატესობას და მწვავედაც უტევდნენ.
65-ე წუთზე ირაკლი აზაროვმა შესანიშნავად ითამაშა და საჯარიმოში თორნიკე გაფრინდაშვილი მოძებნა, რომელმაც ბურთი მეტოქის კარში ერთი შეხებით გადაგზავნა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე ბათუმელებმა ანგარიში ორამდე გაზარდეს. აზაროვმა შორი მანძილიდან დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა.
“დინამო ბათუმს” 63 ქულა აქვს და “დინამო თბილისს” 10 ქულით გაასწრო. “შუქურა” კი 25 ქულით მე-9 პოზიციაზეა და გადარჩენისთვის იბრძვის.
გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურში 20 ოქტომბერს “დინამო თბილისს” უმასპინძლებს, “შუქურა” კი “სამტრედიას” დაუპირისპირდება.





