საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში ცარიელი ტრიბუნების წინაშე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.
whoscored.com-მა მატჩში საუკეთესო შეფასება სტუმართა ცენტრფორვარდ ანასტასიოს ბაკასეტასს დაუწერა 8.4. 7.1 ქულა მიიღო ბუხალაკისმა, 7.6 კი ჰაციდიაკოსმა.
საქართველოს ნაკრებში ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც 7 ქულა დაიმსახურა გიორგი ლორიაა. შემდეგ მოდის ხვიჩა კვარაცხელია 6.6.
საქართველოს ნაკრების შეფასებები whoscored-ის ვერსიით
ლორია (7.0) – კაკაბაძე (5.5), ხოჭოლავა (6.4), დვალი (6.1), გიორბელიძე (5.5) – აბურჯანია (6.3), კანკავა (6.0) – ლობჟანიძე (6.0), ჩაკვეტაძე (6.4), კვარაცხელია (6.6) – მიქაუტაძე (6.2)
ოქრიაშვილი (6.2), გვილია (5.9).





