World Soccer-მა პლანეტის 500 ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. 500-ეულში 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაცაა.
ქართველი შემტევი ყაზანის “რუბინში” თამაშობს და ამ სეზონში 8 თამაშში 1 გოლი, 1 საგოლე პასი მიითვალა. ზაფხულში ის ევროპის მოწინავე კლუბების ინტერესის სფეროში იყო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და ხვიჩა კვლავ რუსეთში აგრძელებს კარიერას.
500-ეულში რუსეთის პრემიერ-ლიგიდან 6 ფეხბურთელია, აქედან სამი ლეგიონერია მათ შორის კვარაცხელიაც.
ცნობისთვის, World Soccer-ის სიაში ის მოთამაშეები ხვდებიან, რომლებიც ბრიტანული გამოცემის აზრით, ყველაზე მეტ გავლენას ახდენენ თანამედროვე ფეხბურთზე.





