9 ოქტომბერს, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 1 დღეში გაიყიდა. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შეხვედრას სტადიონის ტევადობის 33% დაესწრება, რაც დაახლოებით 6600 გულშემატკივარს შეადგენს.
ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ს პლატფორმაზე ხდებოდა და ფასი – 5, 10, 15 და 25 ლარები იყო. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა შაბათს, 20:00 საათზე გაიმართება.





