ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა.
125 კგ წონით კატეგორიაში, ტურნირის მთავარ ფავორიტად შერაცხული გენო პეტრიაშვილი ფინალში ირანელ ამირ მოჰამედ ზარეს შეხვდა და სამწუხაროდ 2:7 დამარცდა დაამარცხა. შედეგად, ქართველი ფალავანი ვერცხლის მედალს დაეუფლა და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი გახდა.
დღესვე, ბრინჯაოს მედლის მოპოვება 74 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ავთანდილ კენჭაძესაც შეეძლო, თუმცა ქართველი ფალავანი რუს მოჭიდავესთან დამარცხდა.





