26 სექტემბერს, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში რიგით მე-9 შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა სპორტსმენმა ბრაზილიელ მარლენ მორაისთან საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ეს მისთვის ზედიზედ მე-7 გამარჯვებაა ამ ორგანიზაციაში.
წარმატებამდე დვალიშვილმა რთული გზა გაიარა, ქართველი მებრძოლი ემიგრაციაში 7 წელი იმყოფებოდა და მშენებლობების პარალელურად სპორტშიც აქტიურად იყო ჩართული.
დვალიშვილს არაერთხელ უსაუბრია, რომ ამერიკაში, სახლების დასანგრევად ფიზიკურად ძლიერი ადამიანი ესაჭიროებოდათ და მუშაობის იდეაც აქედან გაჩნდა. მერაბი ამ მძიმე სამუშაოს შემდეგ დაღლილი სავარჯიშოდ მიდიოდა.
დვალიშვილმა სოციალური ქსელით სწორედ ეს პერიოდი გაიხსენა:
“ადვილად არაფერი მოდის. მაგრამ მთავარია შრომა და მოთმინება შენი მიზნებისთვის. ყველაფერი შესაძლებელია”, – განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.





