29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში საერთაშორისო ტურნირის წყვილთა ბადის ფინალში იასპარეზა.
გორგოძე და ბრაზილიელი ლაურა პიგოსი, ფინალში ესპანელ ალიონა ბოლშოვა ზადოინოვასა და ვენესუელელ ანდრეა გამიზს შეხვდნენ.
გორგოძემ და პიგოსმა პირველ სეტში საკუთარი მოწოდება 2-ჯერ დათმეს. მეორე სეტში გორგოძე და მისი მეწყვილე 4:2-ს იგებდნენ, თუმცა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ფინალიც დათმეს.
შეგახსენებთ, რომ გორგოძემ წელს წყვილთა თანრიგში ზედიზედ 2 ტურნირი მოიგო.





